пятница, 6 июня 2014 г.

დღე მეცხრე დასასრული

intel -ის ტრენინგი დამთავრდა... გული ძალიან დამწყდა...
მართლაც, რომ საინტერესო დღე იყო,სურვილი მქონდა კიდევ გაგრძელებულიყო.კოლეგებმა წარმოადგინეს პროექტის გეგმის პრეზენტაციები,ყველა ძალიან კარგი იყო,მადლობა მათ,მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ, განუმეორებელ, უნიჭიერეს ტრენერს ნათია მაისურაძეს :)

ჩემი პროექტის პორტფოლიო

четверг, 5 июня 2014 г.

დღე მერვე

ძალიან ცხელა,მაგრამ ყველა ენერგიულად შევუდექით საქმეს,გავასალაშინეთ ჩვენი პროექტის გეგმები, ყველაფერი თავის ადგილას უკვე დალაგდა  და შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიურადაც გავიზარდეთ.ვემზადებით,ხვალ ძალიან ძალიან დიდი დღე გვაქვს............................................................................

среда, 4 июня 2014 г.

დღე მეშვიდე

ვაგრძელებთ მუშაობას.სასწავლო პროექტის გეგმის პრეზენტაცია გადავიტანეთ ბლოგზე,ვისწავლეთ ბლოგებზე ბმულების დადება,ვიმუშავეთ მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკაზე ,მოსწავლეთა გამოწვევისათვის შევქმენით მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტი საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint-ში.

პროექტის გეგმის პრეზენტაცია


четверг, 29 мая 2014 г.

დღე მეექვსე

ვაგრძელებთ ჩვეული რეჟიმით მუშაობას.დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,რომელიც შევინახეთ საქაღალდე  "მოსწავლის ნიმუში",საოფისე პროგრამებში ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება,სასწავლო პროექტის გეგმაში შევიტანეთ მოსწავლის საბაზისო უნარ-ჩვევები,დავწერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა,რომელის შევინახეთ საქაღალდე "შეფასებები"პროექტის გეგმაში დავიწყეთ აქტივობების ჩაწერა.

среда, 28 мая 2014 г.


დღე მეხუთე

მართლაც,რომ მოუთბენლად ველოდი ამ დღეს.რა გავაკეთეთ?რა არ  გავაკეთეთ საკითხავი აი ეს არის,პროექტის გეგმაში შეფასების ინსტრუმენტების  მოკლე მონახაზი ჩავწერეთ,გავაკეთეთ ციტირებული დოკუმენტი ანუ როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები,ვიდეო ავტვირთეთ ბლოგზე და ვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომზე.

წინ მომავლისაკენ!

четверг, 8 мая 2014 г.

დღე 4

დღესაც ძალიან დამქანცველი და შრომატევადი დღე გვქონდა, ტექნოლოგიებით დატვირთული,მაგრამ ამავე დროს საინტერესო.ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე,შეფასების დროის ჩარჩოზე,შევქმენით პროექტის გეგმის პრეზენტაცია PowerPoint-ში.

среда, 7 мая 2014 г.

დღე 3

საინტერესო დღე იყო ,ტექნოლოგიებით დატვირთული.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,ვისწავლეთ დოკუმენტის დოკებში ატვირთვა და გაზიარება კოლაბორაციული თანამშრომლობისათვის,გავაკეთეთ სხვადასხვა ჩანართები საკუთარ ბლოგზე.

понедельник, 5 мая 2014 г.

დღე 2

საინტერესო დღე იყო, ნაყოფიერი. ვიმუშავეთ word-ის დოკუმენტში. viewer - ის სახელმძღვანელოს დახმარებით ვისწავლეთ ბუკლეტების, ბროშურების და კედლის გაზეთის დამზადება.გავაკეთე ბროშურა მშობლებისათვის,ვისწავლე კომენტარების დადება blog-ზე  და ყველაზე მთვარი ნათიას საჩუქრი word-ის პროგრამაში .

среда, 30 апреля 2014 г.

დღე 1

ინტელის შესახებ ვნახეთ პატარა ვიდეო ტექნოლოგიების გამოყენება.გავეცანით ვიუერის სახელმძღვანელოს მასში რომელი ჩანართი რას წარმოადგენს,შევქმენით ელექტრონული საქაღალდე თავისი ქვესაქაღალდეებით,ვიუერის წიგნიდან გადმოვიტანეთ მასალა შექმნილ საქაღალდეში,გავიგეთ თუ რა არის 21-საუკუნის უნარ-ჩვევები,გავეცანით თუ რას წარმოადგენს ჩეკლისტი ,ფოსტებიდან გადავედით ბლოგებზე,შევუცვალეთ ბლოგს სახელწოდება,დიზაინი, ხოლო შემდეგ გავაკეთეთ ამ დღის რეფლექსია.