суббота, 13 ноября 2021 г.

იკიგაი - ბედნიერების იაპონური ფორმულა



 რატომ იღვიძებთ ყოველ დილით და დგებით საწოლიდან? თუ ამ კითხვაზე პასუხის ძებნისას უსიამოვნების შეგრძნება გეუფლებათ და სურვილი გიჩნდებათ ისევ ძილს მიუბრუნდეთ, მაშინ იაპონური სიტყვა - იკიგაი, შეიძლება დაგეხმაროთ მდგომარეობის გაუმჯობესებაში. იდეა, რომელსაც ის წარმოადგენს დიდი ხანია პოპულარული ხდება იაპონიის გარეთაც და მას ხშირად იყენებენ ადამიანის მოწოდების, მისი საქმიანობის ანალიზისას.

სიტყვის პოპულარულობის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ის არის, რომ მისი ზუსტი შესატყვისი ინგლისურსა და სხვა ენებში ძნელად მოიძებნება. ის შედგება სიტყვებისგან: „ikiru”, რომელიც ნიშნავს ცხოვრებას და „kai” - რომელიც შეიძლება ვთარგმნოთ როგორც „ადამიანის იმედების გაცნობიერება“. ერთად კი ქმნის სიტყვას - იკიგაი - არსებობის აზრი. 

იმისათვის, რომ ადამიანმა თავისი მისია იპოვოს, ხშირად გვირჩევენ ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

  • რისი კეთება გიყვარს?
  • რა გეხერხება?
  • რა სჭირდება სამყაროს შენგან?
  • რა შეიძლება იყოს შენი შემოსავლის წყარო?

ამ კითხვებზე პასუხების მოძებნა და მათ შორის ბალანსის დაცვა, ალბათ, საუკეთესო გზაა იკიგაის საპოვნელადაც პროფესიულ სფეროში, რაც ამ სიტყვისა და ფილოსოფიის უფრო დასავლური ინტერპრეტაციაა, ვინაიდან იაპონიაში მას ნაკლებად გამოიყენებენ მხოლოდ სამსახურებრივ ჭრილში.

იკიგაი შეიძლება წლიდან წლამდე შეიცვალოს კიდეც, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ იკიგაის მხოლოდ ცოდნა არაფერს მოგვცემს. ის ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში უნდა ვლინდებოდეს.



среда, 13 февраля 2019 г.

"ცხელი ღილაკები"

კომპიუტერთან და ვინდოუსში მუშაობა შეიძლება უფრო ეფექტური გახდეს და დაჩქარდეს, თუ თაგვის (მაუსის) მაგივრად გამოიყენებთ ეგრეთ წოდებულ "ცხელ კლავიშებს" - ანუ კლავიატურის კლავიშების სპეციალურ კომბინაციებს, რომლის საშუალებითაც კომპიუტერთან მუშაობა გაცილებით იოლი და სწრაფი ხდება

пятница, 6 июня 2014 г.

დღე მეცხრე დასასრული

intel -ის ტრენინგი დამთავრდა... გული ძალიან დამწყდა...
მართლაც, რომ საინტერესო დღე იყო,სურვილი მქონდა კიდევ გაგრძელებულიყო.კოლეგებმა წარმოადგინეს პროექტის გეგმის პრეზენტაციები,ყველა ძალიან კარგი იყო,მადლობა მათ,მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ, განუმეორებელ, უნიჭიერეს ტრენერს ნათია მაისურაძეს :)

ჩემი პროექტის პორტფოლიო

четверг, 5 июня 2014 г.

დღე მერვე

ძალიან ცხელა,მაგრამ ყველა ენერგიულად შევუდექით საქმეს,გავასალაშინეთ ჩვენი პროექტის გეგმები, ყველაფერი თავის ადგილას უკვე დალაგდა  და შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიურადაც გავიზარდეთ.ვემზადებით,ხვალ ძალიან ძალიან დიდი დღე გვაქვს............................................................................

среда, 4 июня 2014 г.

დღე მეშვიდე

ვაგრძელებთ მუშაობას.სასწავლო პროექტის გეგმის პრეზენტაცია გადავიტანეთ ბლოგზე,ვისწავლეთ ბლოგებზე ბმულების დადება,ვიმუშავეთ მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკაზე ,მოსწავლეთა გამოწვევისათვის შევქმენით მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტი საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint-ში.

პროექტის გეგმის პრეზენტაცია


четверг, 29 мая 2014 г.

დღე მეექვსე

ვაგრძელებთ ჩვეული რეჟიმით მუშაობას.დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,რომელიც შევინახეთ საქაღალდე  "მოსწავლის ნიმუში",საოფისე პროგრამებში ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება,სასწავლო პროექტის გეგმაში შევიტანეთ მოსწავლის საბაზისო უნარ-ჩვევები,დავწერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა,რომელის შევინახეთ საქაღალდე "შეფასებები"პროექტის გეგმაში დავიწყეთ აქტივობების ჩაწერა.

среда, 28 мая 2014 г.


დღე მეხუთე

მართლაც,რომ მოუთბენლად ველოდი ამ დღეს.რა გავაკეთეთ?რა არ  გავაკეთეთ საკითხავი აი ეს არის,პროექტის გეგმაში შეფასების ინსტრუმენტების  მოკლე მონახაზი ჩავწერეთ,გავაკეთეთ ციტირებული დოკუმენტი ანუ როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები,ვიდეო ავტვირთეთ ბლოგზე და ვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომზე.

წინ მომავლისაკენ!