понедельник, 4 ноября 2013 г.

პროექტის გეგმა-წიგნი თუ კომპიუტერი?

პროექტის სახელწოდება:წიგნი თუ კომპიუტერი? პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ბავშვებმა უნდა გაავლონ პარალელი წიგნისა და კომპიუტერის აუცილებლობას შორის,დარწმუნდებიან რომ მიზნობრივად თუ გამოიყენებ ორივე საჭიროა. პროექტის აქტუალობა:წიგნიერების პრობლემაზე ხშირად საუბრობენ უფროსი თაობის წარმომადგენლენი.ახალი თაობები სულ უფრო და უფრო ნაკლებად კითხულობენ წიგნებს და არა მიზნობრივად იყენებენ კომპიუტერს. პროექტის მიზნები:პროექტის მიზანია,რომ ბავშვებმა გაიგონ და დაინახონ რა დანიშნულება აქვს წიგნს და კომპიუტერს ცალცალკე. მონაწილეთა ასაკი:10-15 ვადები /ხანგრძლივობა:2 თვე მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ კვლევა- ძიების,შემოქმედებითი,კომუნიკაციის,თანამშრომლობითი მუშაობის უნარი,შექმნიან ბლოგებს,ბუკლეტებს,პრეზენტაციებს,ელექტრონულ ჟურნალებს. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი: ფურცლები,მარკერები,კომპიუტერი,პროექტორი პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): კლასი შემთხვევითობის პრინციპით გაიყოფა სამ ჯგუფად.ერთ ჯგუფს ევალება გამოკითხვა წიგნზე და შედეგების გადმოცემა სლაიდების სახით, მეორე ჯგუფს გამოკითხვა კომპიუტერზე და ამ შედეგების ასახვა პროგრამა Excel- ში დიაგრამების სახით.მესამე ჯგუფს ანალიზის გაკეთება. აგრეთვე ხდება სამუშაოს განაწილება წყვილებში, ნაწილი მუშაობს ბუკლეტების დარიგებაზე,ნაწილი კი დაკავებულია კედლის გაზეთის გაკეთებით. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის. პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი: დარეჯან კანთელაშვილი ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: darejankantelashvili@gmail.com პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

Комментариев нет:

Отправить комментарий